saqarTvelos mRvimeebi - gumis mRvimovani

 

კარსტული მღვიმე სოხუმის მუნიციპალიტეტში. სოფ. გუმის მიდამოებში. დასავლეთ გუმისთის ხეობის მარცხენა ფერდობზე. გამომუშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. აერთიანებს სამ მშრალ მღვიმეს. ქვედა მღვიმის შესასვლელის აბსოლუტური სიმაღლეა 395 მ. შუა მღვიმის - 420 მ. ზედა მღვიმის - 435 მ; მღვიმეების სიგრძე შესაბამისად 90, 17 და 45 მ. მღვიმეები ერთმანეთს ვიწრო ნაპრალებით უკავშირდება. გუმის მღვიმოვანში არის კალციტის ნაირფეროვანი ნაღვენთი წარმონაქმნები. ქვედა მღვიმეში გვხვდება რამდენიმე კულტურული ფენა.